“საამაყო შვილები“


ამ ვიდეოს ყურებისას ცრემლები მადგება თველებზე…ახლაც ვტირი,გული ვერ უძლებს,მტკივა…
წარმოვიდგენ თუ რას განიცდიდნენ ისინი მაგ დროს და მზარავს…
ეს მხოლოდ მცირე კადრია იქიდან,რაც მათ გადაიტანეს…
ენით აღუწერელია ის ტკივილი,რაც მათ განიცადეს…
კადრებში ვინც იყო იმ პატარა ბავშვებიდან დღეს ბევრი მათგანი უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს,არავის ჩამოუვარდებიან თავიანთი განათლებით,ზნეობით,ზრდილობით.
ამაყობენ იმ კუთხით,იმ მშობლიური მიწა-წყლით,რომელსაც მოსწყვიტეს ერთ დროს და სხვებსაც უჩვენებენ მაგალითს იმისა,რომ იმის მიუხედავად რომ დევნილები არიან,კიდევ უფრო საამაყო შვილები არიან საქართველოსი!

?!


ზოგი სიმღერით გამოხატავს ტკივილს,ზოგი ხატავს და ამით გადმოსცემს,ზოგიც ამბობს თავის გულის ნადებს დ გვიზიარებს ჩვენ,ზოგი ვერ ამბობს,მაგრამ განიცდის.
ვმღერით,ვხატავთ,ვწერთ,ვამბობთ,მაგრამ შველის რამეს?!
ვმღერით,ვხატავთ,ვწერთ,ვამბობთ,მაგრამ იცვლება რამე?!
მაგრამ ამ ჩვენი პატარა სათქმელით გვინდა ხმა მივაწვდინოთ აფხაზეთს,აფხაზებს…გვინდა გავაგონოთ მათ,რომ იმედი გვაქვს არა “დიდი დაბრუნებისა“,არამედ იმ პატარა რამისა,რასაც დიალოგი ქვია,მაგრამ რომც უნდოდეთ ამ დიალოგის გამართვა,ვინ მისცემს მათ ამის უფლებას!!!
ჭუბურხინჯი,საბერიო,ლეკუხონა,ნაბაკევი,ფიჩორი-ეს ის სოფლებია,სადაც რუსებმა ააშენეს ბაზები,ბინები,სადაც ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან ერთად და ჩვენს მიწა-წყალზე თავიანთ კანონებს აწესებენ.
კანონი კანონია,დაიცავ და აქ დამთავრდა,მაგრამ საფრთხეა გალში მცხოვრები ქართველების გარუსებისა,ახალი თაობის გარუსებისა,იმ მხრივ,რომ იაზროვნებენ რუსულად,საქართველოს სამშობლოდ აღარ მოიხსენიებენ და ა.შ.
მინდა,რომ ეს ა.შ. არ იყოს,რომ მათი წესების განწესება მრავალმხრივი არ იყოს და საფრთხეს არ უქმნიდეს ქართველობას!

“ჩვენია და ვერავინ წაგვართმევს“

აფხაზეტიიი

გაგრააააა
ბევრისგან გამიგია,რომ იმაზე დაწერ და იმაზე ილიპარაკებ ყველაზე მეტს,რაც შენია და გტკივა.იტყვი იმას,რასაც განიცდი,გრძნობ და გული შეგსტკივა…
თუმცა,მე ადამიანმა,რომელიც აფხაზეთის ომის შემდგომ მოვევლინე ამ სამყაროს იმდენად ვერ გამოვხატავ სიტყვებით იმას,რასაც ჩემი მშობლები,ახლობლები,მეზობლები განიცდიდნენ და განიცდიან უკვე რამდენი წელია,რადგან მათ გამოსცადეს ის ტკივილი,ის განშორება,რასაც “აფხაზეთი“ ჰქვია.
მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმაზე,რაც ჩემი თვალით მინახავს,გამიგია,შევსწრებივარ და განმიცდია.
ჩვენ(მე და ჩემი თანატოლები)აფხაზეთის ომის შემდგომ აღდგენილი სკოლების შვილები ვართ.ჩვენმა მშობლებმა და მასწავლებლებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად აღადგინეს ჩვენი მშობლიური სასწავლებლები და რუსთაველის,აკაკის,ილიას,გალაკტიონის,ანას ქართულით გვაზიარეს სამშობლოს,ქართველობას,ქართული ენის სიყვარულს.ჩემი პედაგოგების დიდი ღვაწლი,ენთუზიაზმი და ნებისყოფა რომ არა,დღეს მე თქვენ მშობლიურ ენაზე ვერ მოგმართავდით.
დღეს,გალის რაიონში რომ ჩახვიდეთ და რომ მოიაროთ სოფლები,გაიგებთ ქართულ სიტყვას,არა იმიტომ,რომ ქართველები ვართ და ქართული ენა,მშობლიური ენა უნდა ვიცოდეთ,ეს თავისთავად,მაგრამ ძნელია იმ გარემოში ასწავლო ქართული ენა,ქართულად აზროვნება იმ თაობას,რომელიც პირველ კლასში ქართულზე ურო ადრე რუსულ ანბანს სწავლობს,ისტორიას რუსეთისას სწავლობს,მოთხრობებს რუსულს ეზიარება და რუსულად აზროვნებს…გალში ქართული,როგორც უცხო ენა ისე ისწავლება,მაგრამ იმ უცხო ენად,რომელიც მშობლიურია,შენია და რომელსაც ვერავინ წაგართმევს.
drosha

“რა იქნება მომავალში,არავინ იცის“


საუბარი ტელეფონზე:
-სალამი, მარი, როგორ ხარ? როგორ მიდის სწავლის ამბები?
-არა მიშავს, თორნიკე, შენ როგორ ხარ? სწავლას რა უჭირს ჩემს ხელში, ხელი-ხელთ ვაგოგმანებ…
-მეც არა მიშავს, გუშინ ზუგდიდში გადავედი, საიდან გადავიდოდი ხომ იცი, დაღლილიც ვარ და ცოტა შეშინებულიც, კინაღამ დაგვიჭირეს, იქით მშვიდობით გადავედი, მაგრამ აქეთობისას რუსები დაგხვდნენ და დილის 7დან 20:00მდე ტყეში ვიმალებოდით და ველოდებოდით მათ წასვლას…
-ფრთხილად იყავი, ძამი, საშიშია ხომ იცი?!
-ვიცი, განა არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა საჭიროება რომ ითხოვს…
-მე ეს დღეები სულ ფიქრებში ვარ, დედას ველაპარაკე და კარგი ამბები არ არიო მითხრა.
-რასთან დაკავშირებით?
-ოლომპიადა რომ მოახლოვდა, ცვლილებებსაც ველითო საბუთებთან დაკავშირებით, გადასვლა როგორ იქნება არ ვიცითო ცენტრალურ საზღვარზე, ეროვნების ჩაწერაზეც იქნებაო პრობლემები..მოკლედ, შიშის ქვეშ ვართო…რა სიტუაცია იქნება არავინ იცის, მეც ვერ ჩავალ ასეთი სიტუაცია თუ იქნა…მენატრება ჩემები, რამდენი ხანია არ მინახია მშობლები, ძმა…ჩასვლა თუ ვერ მოვახერხე, არ ვიცი რა მეშველება.
-ხო, ეგრეა, რა იქნება არ ვიცით, თან რა დაიწყეს ახლა…გზებზე დგას ე.წ. “მილიცია“, აჩერებენ მანქანებს და სრულიად უსაფუძვლოდ აჯარიმებენ, ზოგმა კანონიც არ იცის და ნებდებიან დაჯარიმებას…თან ჯარიმას გამოწერენ ხელზე ფულით, საბუთს კი არ გამოგიწერენ ჯარიმის გადასახდელად, რა თქმა უნდა იქვე, იმ დროს უნდა გადაიხადო რამდენსაც დაგისახელებენ…ასე ხდება, დაი, აქ და უკეთესი რა იქნება არავინ იცის, მეც რითი დაგაიმედო, შენც იცი აქ რა ხდებოდა და რა ხდება!
-თორნი, დედა მირეკავს..დაველაპარაკები და გადმოგირეკავ…
(10 წუთის შემდეგ ვურეკავ თორნიკეს და გრძელდება საუბარი)
-ალო, თორნი, დედამ ახალი ამბავი მითხრა ამ წუთას.
-რა ხდება, აბა?
-ჯონი ჩამოვიდა გასტროლებიდან და უთქვამს 7 იანვარს იკეტებაო საზღვარი,ასე ამბობენო და გალშიც ეგრეა გავრცელებული…
-რასაც ველოდი…
-უნდა მოვასწრო 7მდე ჩასვლა,თან დედამ თქვა გაამკაცრებენო საზღვარზე გადასვლას,მათ შორის ზოგი “ჩორნი ხოდიც“ უნახიათ და დადგებიანო “ომონები“.ფრთხილად იყავი და ხშირად ნუ გადახვალ.
-შევეცდები,ვნახოთ როგორ წავა ჩვენი მომავალი ან როგორ მოვა ))))))))))

“შიში“


-მე კი გადავედი ერთხელ აქედან, მაგრამ მას შემდეგ გავიდა 5 წელი, დაახლოებით. ბუნდოვნად მახსოვს, ისე სულ პირდაპირი გზაა მგონი…საზღვარზე გადასულები ვიქნებით მაშინ, როცა პედაგოგის პატარა სახლს დავინახავთ..ეგ სახლი მახსოვს, 5 წლის წინ ისე გამიხარდა იმ სახლის დანახვა, რა დამავიწყებდა…

-მეც გადავსულვარ, მაგრამ ომის დროს, როცა უკან მოუხედავად მოვრბოდით საკუთარი სახლებიდან, თავი რომ დაგვეხსნა იმ მკვლელებისგან, რომლებმაც ათასობით ადამიანი მოკლეს. ამიტომ, ბუნდოვნად მახსოვს ეს გზა…

-ახლა მთავარია მშვიდად მივყვეთ გზას, თითქოს აქაური მაცხოვრებლები ვიყოთ.

-დედი, თქვეს რომ რუსებს ძაღლებიც მოუყვანიათ ამ დღეებში…ძაღლი ეძებს სუნით ადამიანებს, ჩვენ რომ გამოგვეკიდოს ძაღლი, მერე რა ვქნათ?

-ნუ გეშინია, მარტო ქალები კი ვართ, მაგრამ მშიშარები არ ვართ, თორემ არ გავბედავდით აქედან გადასვლას.
(გულში “მამაო ჩვენოს…“ვამბობდი, ღმერთის იმედით ვიყავი. მართალია, დედა ჩემს გვერდით იყო, მაგრამ… შიში თავისას შვრება!!!)

ფეხით გავიარეთ დაახლოებით 2-3 მდე კილომეტრი საზღვრამდე(რომლის მიმანიშნებელი დიდი ხის ბოძი და შემდეგ პატარა სახლი იყო).მანამდე მამიდაშვილი რეკავდა, რუსები თუ წამოვიდოდნენ, მაშინვე დარეკავდა და უკან გავბრუნდებოდით დროებით…როცა მივუახლოვდით საზღვარს, იქ მცხოვრებ კაცს დაურეკეს, რომ რუსები იდგნენ და დროებით შეგვაჩერეს, შემდეგ კი გავაგრძელეთ გზა…გზაზე სულ ფოთლების შრიალი ისმოდა, ქარი ქროდა და გვეჩვენებოდა, რომ ვიღაც იყო ჩასაფრებული, მაგრამ მივდიოდით ისე რომ, სულ პირდაპირ ვიყურებოდით გზისკენ…რამდენიმე წუთში დავინახეთ ის ნანატრი ხეც, გამოჩნდა ის პატარა სახლიც და ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა…ეს იყო უბედნიერესი წუთები, რომლებმაც დიდი სიხარულით აღავსეს ჩვენი გულები…ეს იყო ერთ-ერთი “დიდი ნაბიჯი“ ჩემი ცხოვრებისა,რომელიც გადავდგი იმ დიდი ხის ბოძთან…

მადლობა უფალს!!!

“ჩემი სამშობლო არ არის “ოკუპანტი“ “

ihbifvh
-რა ქენით, ბავშვებო? რთული იყო, თქვენი აზრით, როგორ დაწერეთ?
-მე, რაც გამახსენდა დავწერე.
-საშუალო ქულას მივიღებ, ალბათ.
-მარიამ, შენ რა ქენი?
-რუსეთის ისტორიის კითხვებს გავეცი პასუხი, აფხაზეთის კი დავტოვე.
-რატომ? რთული იყო?
-არა, რთული არ იყო, მძიმე კითხვები იყო, გულზე მომხვდა და პროტესტის ნიშნად დავტოვე.
-ეგეთი რა იყო?
-ქართველს როგორ დამეწერა, რომ ქართველი მტერია, “ოკუპანტია“ და როდის განახორციელა ეს და რა გეგმით?! არ შემეძლო ამაზე პასუხი გამეცა, ვერ ვაკადრე ჩემს თავს და ჩემს სამშობლოს.
-კარგი, გასაგებია, მარიამ…გიწონებ საქციელს.
-მადლობთ, მასწ.

“ჩორნი ხოდები“

ენგუროიოი “კი მაგრამ, საბუთი რომ არ გაქვს, როგორ გადმოხვედი?
-“ჩორნი ხოდით“, ღმერთმა ნუ მოგვიშალოს…
რატომ უნდა გადავიდეს ადამიანი საკუთარ სახლში გადაპარვით, ე.წ. „ჩორნი ხოდებით“??! იმიტომ, რომ არ აქვს აფხაზეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობა, ე.წ. “მწვანე საბუთი“?! რა თქმა უნდა, ეს ხომ იმ კანონის დარღვევაა, რომელსაც შენს საკუთარ კუთხეში (ხუმრობით რომ ვთქვათ) რუსი “ცისფერჩაფხუტულები“ ადგენენ…!კარგია, კანონის დაცვა, სწორია, გამართლებული ყველანაირად…მაგრამ არ არის სწორი, არ არის გამართლებული, როცა გიჭერენ იმის გამო, რომ გადადიხარ შენს საკუთარ სახლში…ცისფერბცჰსთუ ცუდად გახდი უფრო მალე ჩახვალ ზუგდიდში, ვიდრე გალში, შენს თავს უფრო მალე მიუსწრებ და გადაარჩენ მომავალი უბედურებისგან,ვიდრე გალის რაიონის სასწრაფო და საავადმყოფო, რომელსაც შესაბამისი აღჭურვილობაც არ აქვს, რომ ადამიანი სიკვდილისგან იხსნას, ასევე შესაბამისი პერსონალიც არ ჰყავს…თუ კი ჰყავს, ადგილზე ვერ ნახავ ხოლმე…!
-“კი მაგრამ, ახლა როგორ გადახვალ, დღეს თქვეს, რომ რუსებს დაუჭერიათ ადამიანები, როცა გადაპარვით გადადიოდნენ თავიანთ სახლებში…
-ჰა, მარტო ერთი გზა კი არ ვიცი, გადავალ სხვა გზით, თან იქიდან დამირეკავენ და მეტყვიან, იდგებიან თუ არა რუსები…“

“დრო მიდის“

აფხაზეტიიიიიიიიიი
შვილი:“-დედიკო,საქართველო და აფხაზეთი ხომ ერთია?
დედა:-კი,შვილო!
-მაშინ,თუ ერთნი ვართ,რატომ მასწავლიან სკოლაში ქართველები რომ არიან მტრები აფხაზებისა? ისტორიის წიგნში ეგრე წერია…
-ერთ დროს ჩვენ ერთნი ვიყავით,ვმეგობრობდით,ერთმანეთს ჭირსა და ლხინს ვუზიარებდით,ვლაღობდით…
-ახლა,რატომ არ ვართ ასე?
-ვიომეთ,შვილო და დავშორდით ერთმანეთს…
-რატომ ვიომეთ,თუ ეგრე ვიყავით ერთმანეთთან?რა იყო მიზეზი ამისა?
(ცოტა ხნის დუმილი….)
-მეგობრები თუ ვიყავით,რატომ არ შევრიგდით?მე რომ მეგობარს წავეჩხუბები,ვურიგდები მაშინვე..ეგრე რატომ არ მოხდა?
-ალბათ,იმიტომ არ შევრიგდით,რომ მეგობრებმა სიამაყის გამო დავკარგეთ ერთმანეთი..პირველი ნაბიჯი არავინ გადადგა…
-ისე,დედი,მასწავლებელი ზოგჯერ თვალს მიპაჭუნებს,ისტორიის მასწავლებელი..
-ეგ როგორ?
-როცა ახალ გაკვეთილს ხსნის,მითუმეტეს,დამსწრე თუ გვყავს,მაშინ ზოგჯერ თვალს დაგვიპაჭუნებს..ეს იმაზე მიანიშნებს,რომ არასწორად წერია წიგნში და მერე სიმართლეს გვეტყვის…
-ეეჰ,როდემდე,ღმერთო,როდემდე იქნება ასე?!“
(ამ დიალოგის შემდეგ გავიდა 6 წელი…)

“გალი“

ენგურიიი

 
არ დავბადებულვარ აფხაზეთში, მაგრამ გავიზარდე იქ. ჩემი ბავშვობის და,ალბათ,ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე გალის რაიონში.არ დავბადებულვარ აფხაზეთში, რადგან 1992წ. ჩემი ოჯახი გამოიქცა ენგურს გაღმა, წალენჯიხის რაიონში და ნათესავის ოჯახს შეეკედლა. ასე მოიქცა ათასობით ოჯახი და ლტოლვილად იქცა.ზოგმა ოჯახმა მოახერხა დაბრუნებასაკუთარ ოჯახში,ჩემი ოჯახიც დაბრუნდა 1997წ. მას შემდეგ ვცხოვრობდი გალის რაიონის სოფ. ჭუბურხინჯში,დავამთავრე სკოლა, ახლა კი ვსწავლობ თბილისში,ჩემი ოჯახი კი იქ ცხოვრობს.იქ გატარებული წლები იყო,როგორც ტკბილი,ასევე მწარე, არამარტო ჩემთვის, არამედ მთელი გალის რაიონიოსთვის.
რატომ გალის რაიონისთვის???
მოგახსენებთ: ჩემი აზრით,საქართველო-აფხაზეთის ომი არ დამთავრებულა 1993 წ.30 სექტემბერს.იგი გაგრძელდა და დღემდე გრძელდება.1992 წლიდან გალის რაიონში დღე არ გათენებულა,ვინმე რომ არ დაეყაჩაღებინათ, გაექურდათ; ყოველ მესამე,მეოთხე დღეს ვინმე რომ არ მომკვდარიყო.გალის რაიონში უკვე 20 წელია,რაც უფლებები ირღვევა. არასოდეს არ დამავიწყდება ჩემი პედაგოგების ცრემლები და ის განცდა,რაც მაშინ დამეუფლა,როცა მოსწავლეებს გვიყვებოდნენ თუ როგორი მდგომარეობა იყო ომის შემდეგ სკოლაში. ჩვენი სკოლა მუდმივ ზეწოლის ქვეშ იყო, რომ არ ესწავლებინათ ქართული. ყოველდღე,თვეების განმავლობაში მასწავლებლებს ხვდებოდათ მუქარის წერილები, რაც ფაქტია და ბევრიც ადასტურებს. ამის მიუხედავად, გალის რაიონის სოფლებში არ შეწყვეტილა ქართულის სწავლება და დღემდე დიდი პატრიოტიზმითა და ენთუზიაზმით ისწავლება.
ადამიანს თურმე თითქმის არაფერი არ ავიწყდება. ამას ჩემს მაგალითზე ვამბობ,რადგან არასდროს არ დამავიწყდება და ახლაც ყურში მესმის ის სიტყვები,როცა ჩემს ოჯახში ყვებოდნენ იმის შესახებ,თუ როგორ იძალადეს ქალებზე, დედებზე, როცა საზღვარზე გადაპარვით გადადიოდნენ… ენით აღუწერელი სისასტიკით იძალადეს მათზე და სამუდამოდ შელახეს მათი ღირსება. გავიდა წლები, მაგრამ გალის რაიონი ახლაც შიშის ქვეშ არის. იმ ადამიანების უფლებები ირღვევა, რომლებიც თავიანთ სახლებში გადაპარვით გადადიან,ე.წ “მწვანე“ საბუთის უქონლობის გამო.
ვიქნებოდი შვიდი-რვა წლის, როცა ერთ ღამეს ჩვენს ქუჩასთან ახლოს ატყდა სროლა, შუაღამით. სროლის ხმამ ყველა გამოაღვიძა, მაგრამ შიშისგან გარეთ ვერავინ გავიდა გათენებამდე. დილით კი ვნახეთ, რომ ოთხ სახლს, მათ შორის ჩვენს სახლსაც მოხვედროდა. სახლი ხის რომ ყოფილიყო, ვინმეს მოხვდებოდა ტყვია და ვინმე ემსხვერპლებოდა.
მას შემდეგ გავიდა 11 წელი, მაგრამ ბევრად არ შეცვლილა მდგომარეობა. ხშირი იყო შემთხვევები, როცა “ფორმიანები“ შევიდნენ ოჯახებში ჭუბურხინჯში, კოხორასა და საბერიოში და “მაგთი ფიქსებს“ ვისაც უნახავდნენ,წაართმევდნენ ან ადგილზე უმტვრევდნენ. ამას გარდა მოსახლეობა ქართულ მოწმობებს, საბუთებს, ყველაფერს ქართულს მალავდა იმის შიშით, რომ “ფორმიანი“ არ მოვარდნილიყო და არ დაეხია.
ამ ორი წლის წინ,ახალგაზრდა ბიჭი,რომელიც სოფ.დიხაზურგიდან იყო,შეეპასუხა აფხაზს, რომელსაც გარკვეული გავლენა ჰქონდა აფხაზეთში,ამის გამო იგი დაიჭირეს.რამდენიმე დღის შემდეგ დედას გარდაცვლილი შვილი მოუყვანეს. ცხონებული ცემისგან ისეთი დასახიჩრებული იყო, რომ დედამ შვილი ვერ იცნო. ყველამ იცოდა ეს ვინც გააკეთა,მაგრამ “ვინ“ შებედავდა ჩივილს და “ვის“???…
ასე ხდება უკვე მრავალი წელია და გალის მოსახლეობა მიეჩვია ამას. არის კიდევ მრავალი შემთხვევა, რომელიც ბევრმა იცის, აწუხებთ, სტანჯავთ,მაგრამ ვერ ბედავს თქმას!!!